Advertisements

მასწავლებელი, რომელის პოსტმაც საზოგადოება აღაშფოთა

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგის შესახებ დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს. საუბაია ქიმიის მასწავლებელზე, რომელიც გამოქვეყნებულ და შემდეგ წაშლილ პოსტში წერდა, რომ გახარებული იყო იმით, რომ ზოგიერთ კურსდამთავრებულს შემდეგ წელს სკოლაში ვერ ნახავდა.

“ჩემთვის 26-ე გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არა მხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს. პირიქით, ვფიქრობ და მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები! (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას ერ ეხება), ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78-ის ივარგებ. თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები. თქვენ იცით, რომ პირველ რიგში ეს არის მთავარი. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ ცხოვრებაში, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!”-წერდა პედაგოგი.

მის პოსტს სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა. თავად ქვარცხავა ამბობს, რომ პოსტი ძველი წყენის გამო დაწერა.

“განიხილავს კომისია და ყველაფერა გადაწყვეტენ, როგორც საჭიროა. მე მიყვარს ჩემი საქმე, ჩემი სკოლა და ჩემი მოსწავლეები, ეს იყო ძველი წყენა, რომელიც გამახსენდა. ვნანობ, რადგან გამოვიდა, რომ ასე არაა სწორი”,-აღნიშნა პედაგოგმა.

ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გოგინავა კი განმარტავს, რომ მისთვის მასწავლებლის ეს ქმედება მიუღებელია და ამ საკითხს სკოლის კომისია შეისწავლის.

Facebook Comments
Advertisements