Advertisements

პაკისტანის სასამართლომ ზოოპარკიდან სპილო გაათავისუფლა

პაკისტანის სასამართლომ დაადგინა, რომ დედაქალაქ ისლამაბადის ზოოპარკში სპილოს, სახელად ქაავანის უფლებები ირღვეოდა, – ამის შესახებ Aljazeera წერს.
რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ზოოპარკში სპილო ჯაჭვით ჰყავდათ მიბმული და გადაადგილებას უზღუდავდნენ. 2016 წელს ამერიკელმა მომღერალმა შერმა წამოიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც, შეაგროვეს 200 ათასზე მეტი ხელმოწერა და პაკისტანის ხელისუფლებას ცხოველის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართეს. საქმეზე დაიწყო სასამართლო მოკვლევაც.
„ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია“ – დაწერა მომღერალმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე, როდესაც სპილოს გათავისუფლების შესახებ გაიგო. შერი პაკისტანის მთავრობას მადლობას უხდის.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed