რუსეთის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ბავშვებს აცრების გარეშე აღარ მიიღებენ

Nusagi

რუსეთის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სიარული აეკრძალებათ ბავშვებს, რომლებიც არ იქნებიან ვაქცინირებული. შესაბამისი კანონპროექტი ფედერაციის საბჭოში მზადდება,-ინფორმაციას ТАСС ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში არ მიიღებენ ბავშვებს, რომლებიც არ იქნებიან აცრილი პროფილაქტიკური ვაქცინებით, ამასთან, სია, რომელიც ეროვნულ კალენდარში იქნება შეტანილი, გაფართოვდება.

აცრების კალენდარში შესულია აცრები ვირუსული ჰეპატიტის B, პნევმოკოკური ინფექციის, გრიპის, დიფტერიის, წითელას, პოლიომიელიტის, ტეტანუსის, ტუბერკულოზისა და ყბაყურის წინააღმდეგ. პროფილაქტიკური აცრების კალენდარი ასევე ითვალისწინებს აცრებს ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა ცოფი, მუცლის ტიფი, ვირუსული ენცეფალიტი, მენინგოკოკური ინფექცია, ციმბირის წყლული ქოლერა და შავი ჭირი.  

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: