Advertisements

რომან კაკულია: იმდენი შეურაცხყოფა მოდის ამ ეთერიდან, რომ აღარ უნდა ამ ხალხს მოსვლა

როდესაც ორი მებრძოლიდან მსაჯი ერთის მხარესაა, მოგინდებათ ასეთ რინგზე შესვლა?,-ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ ტვ-პირველის ჟურნალისტების, ნინო ჟიჟილაშვილის და ვახო სანაიას კითხვას, თუ რატომ არ მიდიან მათ გადაცემაში უმრავლესობის წევრები.

კაკულიას თქმით, მას ახსოვს ნინო ჟიჟილაშვილი ადრე, ახლა კი ეჩვენება, რომ ის ტენდენციური გახდა.

„ როდესაც თქვენს მიერ პატივცემული ოპოზიციონერები ნახავენ, რომ თქვენს ეთერში აღარ არის პოპულარული შხამების გაშვება, მერე ჩვენებიც მოვლენ. კრიტიკულ კითხვებზე და კომფორტის შექმნაზე არ არის საუბარი. იმდენი შეურაცხყოფა მოდის ამ ეთერიდან, რომ აღარ უნდა ამ ხალხს მოსვლა. ჩემი თხოვნაა, პოლიტიკოსებმა შეურაცხმყოფელ ეპითეტებს თავი დაანებონ და ნახავთ, როგორ გაივსება თქვენი ეთერი. შევთანხმდეთ, რომ პროპაგანდა არ არის თავისუფალი ჟურნალისტიკა. თქვენ ხელი შეუწყეთ, რომ აღარ იყოს პოლიტიკური შხამი და მოვლენ თქო გეუბნებით. ხვალ რომ მოვა თქვენთან შხამის გადმომნთხევი და საყვარელი თვალებით რომ შეხედავთ, უიმე რა კარგად ლაპარაკობთო, აღარ მოვა ხელისუფლების წარმომადგენელი, თორემ მის კომფორტზე არ არის ლაპარაკი“,-განუცხადა რომან კაკულიამ ჟურნალისტებს.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed