უცხოური მედია

თურქეთის რამდენიმე მეჩეთიდან მუეძინის გალობის ნაცვლად, „ჩაო ბელა“ გაისმა (ვიდეო)

Nusagi

თურქეთის სიდიდით მესამე ქალაქ იზმირში მუეძინის გალობის (აზანი) ნაცვლად, რომელიც მუსლიმ მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებს, რამდენიმე მეჩეთის მინარეთებიდან იტალიელი პარტიზანების სიმღერა „ჩაო ბელა“ გაისმა.

თურქი მორწმუნეები გაოცებულები და გაღიზიანებულები დარჩნენ, როდესაც ამ უჩვეულო ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

საიტმა Ekşisözlük-მა, რომელიც მომხმარებელთა მონაწილეობით შეიქმნა, ჩანაწერი გახსნა დასახელებით: „Bella Ciao-ს ტრანსლაცია იზმირის მეჩეთებში 2020 წლის 20 მაისს“.

იზმირის პროვინციის რელიგიურმა სამმართველომ თავიდან სოციალური ქსელების თავის გვერდებზე უარყო ცნობა „ბელა ჩაოს“ ტრანსლაციის შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია მოგვიანებით წაშალა და მეორე განცხადება გამოაქვეყნა: „ჩვენი წინასწარი პირველადი ანალიზის თანახმად, უცნობების ჯგუფმა აზანის (ლოცვისკენ მოწოდება – რედ.) ცენტრალური სისტემის უკანონო საბოტაჟი მოახდინა“, – ნათქვამია  განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებს მიმართეს და მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,769 ნახვა
%d bloggers like this: