„თუ ტრანსპორტის რაოდენობა არ გაიზარდა მოძრაობის აღდგენა საშიში იქნება“

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობა თუ არ გაიზრდება ტრანსპორტის ამუშავება რისკის შემცველია. მედიკოსის თქმით, პირველ რიგში ტრანსპორტში განიავების და გაგრილების სიტემა უნდა იყოს გამართული.

„იმ რაოდენობით, რაც ახლა გვაქვს, ტრანსპორტის ამუშავება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში ძალიან სარისკოა, ვინაიდან მჭიდროდ გადაადგილდებოდნენ ადამიანები. დრო ჰქონდა მერიას და იმედია დაემატება ტრანსპორტის რაოდენობა. ასევე მნიშვნელოვანია რომ გამართული იყოს გამაგრილებელი სისტემა და ჰაერის გამწოვები ვინაიდან ჰაერში გაბნეულმა ბაქტერიებმა კიდევ უფრო ცუდი შედეგი არ მოგვცეს“, – განაცხადა მია ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის მთავრობის დადგენილების მიხედვით ტრანსპორტის შეზღუდვის მაქსიმალური ვადა 15 ივლისამდეა.

Facebook Comments

ახალი დადებული