რუსეთში ბოლო 3 კვირაში ინფიცირებულთა ყველაზე დაბალი რიცხვი დაფიქსირდა

Nusagi

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 8 599 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 344 481-ს მიაღწია. ეს ბოლო 3 კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 153 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 3 541-მდე გაიზარდა. დღე-ღამეში ვირუსი 5363-მა ადამიანმა (საერთო ჯამში – 113 299) დაამარცხა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: