საქართველოში უფრო და უფრო მეტ იაპონურ კომპანიას უნდა ელოდოთ-იაპონიის ელჩი

Nusagi

პანდემიის პერიოდში განახლებადი ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოში იაპონურმა ენერგეტიკულმა ჰოლდინგმა „ტეპკომ“ „დარიალი ჰესის“ 31%-იანი წილი შეიძინა. გარიგების მოცულობა არ სახელდება, თუმცა ჩვენთვის ცნობილია, რომ იაპონური კომპანიები აპირებენ სხვა ჰიდროელექტროსადგურების წილის გამოსყიდვას, მათ შორის საუბარია ონის ჰესებზე. გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ იაპონური კომპანიების საქართველოთი დაინტერესებაზე ისაუბრა.

„თუ გსურთ ჩვენი ჯაჭვის ნაწილი იყოთ, თქვენი მუშაობა უნდა იყოს გამჭვირვალე, უნდა გქონდეთ მაღალი სტანდარტებით მმართველობა და ნდობა ყველას მიმართ, ვისაც სურს მიიღოს სარგებელი თქვენი აქტივებით. ვფიქრობ ამ ყოველივეს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. ტეპკო პრესტიჟული კომპანიაა. ისინი ცდილობენ ბიზნესის დივირსიფიცირებას და გადაწყვიტეს ინვესტირება მოეხდინათ საქართველოში. წარმოიდგინეთ, ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა კომპანიამ გადაწყვიტა საქართველოში ინვესტირება – ეს საკმაოდ პოზიტიური ჟესტია და ვფიქრობ, რომ ტეპკო საკმაოდ დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკაში. კოვიდ-19-მა მსოფლიო ეკონომიკაზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა, რა თქმა უნდა იაპონურ კომპანიებს სურთ ახალ ბაზებზე შესვლა, მათ შორის საქართველოშიც. მაგრამ ვფიქრობ, რომ კორონავირუსამდე იაპონური კომპანიების მხრიდან საკმაოდ დადებითი სენტიმენტები დავინახეთ, რაც უკავშირდებოდა ინვესტიციებს ან ბიზნესის კეთებას საქართველოში და ვიმედოვნებ, რომ ეს პოზიტიური მიდგომა შეუცვლელი დარჩება. უფრო და უფრო მეტ იაპონურ კომპანიას უნდა ელოდოთ საქართველოში“, – განაცხადა ტადაჰარუ უეჰარამ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: