სამართალი

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს

Nusagi

თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ნომერი პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, პროფესიონალი ქართველი ჩოგბურთელი ყოფილი ცოლის ცემის ბრალდებითაა დაკავებული.

როგორც წყარო ეუბნება რადიო თავისუფლებას, შსს-მ ის 22 მაისს დააკავა. შემაკავებელი ორდერია გამოწერილი ნიკა ბასილაშვილის მამაზეც. 21 მაისს, ნიკა ბასილაშვილი და მისი მამა, ახალგაზრდა ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა, ჩოგბურთელის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, სხდომის დახურვას ითხოვს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია, ხოლო მსოფლიო რეიტინგში 27-ე პოზიციას იკავებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,599,890 ნახვა
%d bloggers like this: