საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ კორონავირუსით შექმნილმა კრიზისმა შესაძლოა, რუსული აგრესია გამოიწვიოს. Financial Times-ი სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.
„პანდემიის გამო შექმნილმა კრიზისმა, ასევე ნავთობის ფასის დაცემისგან წარმოქმნილმა კრიზისმა და შეიძლება ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა სიტუაციამაც, შესაძლოა, რუსეთს აგრესიისკენ უბიძგოს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტს, იმედი მაქვს, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი აგრესია არ განხორციელდება. ასევე იმედს გამოვთქვამ, რომ კრიზისი რუსეთის ლიდერებს პრობლემის გადაჭრის სხვა გზებს აჩვენებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Facebook Comments