„დაფინანსება შეწყდება და შეუძლიათ გამოაქვეყნონ, რაც სურთ“ – ბასილაშვილი ყოფილ მეუღლესთან ქონებრივ დავას იწყებს

Nusagi

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლესთან ქონებრივ დავას იწყებს და ნეკა დოროყაშვილის მიმართ ყველა სახის ფინანსურ დახმარებას წყვეტს.
ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დაუდასტურა.
„დიახ, ვაპირებთ ყველა იმ ქონებაზე დავას, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ არის შეძენილი.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ასევე წყვეტს ყველა სახის ფინანსურ დახმარებას, ვინაიდან მორჩეს სპეკულაციები, თითქოს სიჩუმის სანაცვლოდ უხდიდა ის ამ თანხებს. ახლა ეს დაფინანსება შეწყდება და შეუძლიათ გამოაქვეყნონ, რაც სურთ“, – ამბობს ადვოკატი ირმა ჭკადუა.
ერთ-ერთი სადაო ქონება ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ძვირადღირებული ბინაა. „პრაიმტაიმი“ დღეს ამ ბინასთან იმყოფებოდა, თუმცა ნეკა დოროყაშვილმა მედიასთან კომუნიკაცია არ ისურვა.

Facebook Comments
%d bloggers like this: