დონალდ ტრამპი: უკვე დავასრულე ჰიდროქსიქლოროქინის მიღება

Nusagi

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა,  რომ უკვე დაასრულა ანტიმალარიული პრეპარატის, ჰიდროქსიქლოროქინის მიღება.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ანტიმალარიულ პრეპარატს, ჰიდროქსიქლოროქინს იღებს.

„დავასრულე, ახლახან დავასრულე ამ პეპარატის მიღება და როგორც ხედავთ, აქ ვარ, არაფერი დამემართა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა შერილ ეტკინსონისთვის მიცემულ ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიდროქსიქლოროქინი კორონავირუსის წინააღმდეგ არ მუშაობს და შეიძლება, გულის პრობლემები გამოიწვიოს.

აქამდე აშშ-ის მედიკამენტებისა და სურსათის ადმინისტრაციამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ჰიდროქსიქლოროქინის მიღება კორონავირუსის შემთხვევაში საავადმყოფოს პირობების ან კლინიკური ცდის ფარგლებს გარეთ არ უნდა მოხდეს, რადგან შესაძლოა, გულის პრობლემები გამოიწვიოს.

Facebook Comments
%d bloggers like this: