თუ „ოცნება“ ჩამოიშლება, ქვეყანაში შეიძლება სხვა პროცესები წავიდეს-ლევან გოგიჩაიშვილი

ხმების მობილიზება შესაძლებელია და ჩვენ ვამბობთ, რომ მხარს დავუჭერთ ამ პროცესს, რათა არ დაჩქარდეს პროცესები და “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლება არჩევნებამდე არ დაკარგოს, – ამის შესახებ ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა  საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გოგიჩაიშვილის თქმით, მისი ფრაქცია საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს, რადგან პროცესების ქუჩაში გადატანის საფრთხეებს ხედავს.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სახელისუფლებო სისტემა არჩევნებამდე არ ჩამოიშალოს, რადგან თუ „ოცნება“ ჩამოიშლება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში შეიძლება სხვა პროცესები წავიდეს და არჩევნები დაგვრჩება გვერდით, ადამიანებმა შეიძლება დაინახონ შესაძლებლობა და ქუჩიდან გადატრიალებებზე ფიქრით შეიძლება მოინდომონ ხელისუფლების აღება, რაც იქნება ძალიან მძიმე ყველასთვის, რადგან თუ ეს პროცესი გადავა ქუჩაში, ამით წაგებული იქნება მხოლოდ ჩვენი საზოგადოება. მათ აქვთ 93 ხმა, შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის რესურსი, რომ 20 ხმის მობილიზება მოხდეს “ნაციონალური მოძრაობის” ხმების მიღმა. თუ “ნაცმოძრაობა” არ აპირებს ცვლილებს მხარი დაუჭიროს, ეს არის მათი პრობლემა. მე ვიცი, რომ ისინი ისედაც აპირებენ სხვა მეთოდებით იბრძოლონ ხელისუფლებისთვის. რაც გვანერვიულებს ეს არის “ქართული ოცნების” სისუსტე, რომ ის არ არის გარანტი, რომ ვიღაცებს არ მიეცემათ ამ ქვეყანაში პროვოკაციის საშუალება,”- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული