საზოგადოება

ლომჯარია ბასილაშვილის საქმეზე: ჩემი მიზანი არ ყოფილა მეთქვა, ვინ არის დამნაშავე

Nusagi

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია განმარტავს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მიმართ მის მიერ გამოხატული მხარდაჭერა არ ნიშნავდა იმას, რომ მან მომხდარში მართალის მხარე დაიჭირა.

„ჩემი მხარდაჭერის მიზანი იყო არა ის, რომ მეთქვა, ვინმე დამნაშავეა თუ არა. ვინაიდან ამის თქმის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს აქვს და ის იტყვის. არამედ ის, რომ გამომეცხადებინა მხარდაჭერა ოფიციალურად დაზარალებულის სტატუსის მქონე ქალისათვის იმ ვითარებაში, როდესაც მის წინააღმდეგ არის ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი აგრესია და დაიწყეს მისი დისკრედიტაცია“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია„მთავარი არხის“ ეთერში.

მისი განმარტებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები, ხშირად მეორადი ვიქტიმიზაციის მსხვერპლები ხდებიან და ბრძოლის გაგრძელებაზე უარს ამბობენ, განსაკუთრებით თუ ბრალდებები საჯაროდ ცნობილი და საყოველთაოდ აღიარებული პირების მიმართ გაისმის.

“ამ შემთხვევას უყურებს ათასობით ქალი, რომელიც დღეს არის ძალადობის მსხვერპლი და და რომელსაც ეშინია ხმა ა მოიღოს ამის წინააღმდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მსხვერპლმა იგრძნოს, რომ ჩვენ ყველას გვერდში ვუდგავართ და დანარჩენს გაარკვევს სასამართლო”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,599,844 ნახვა
%d bloggers like this: