მოსკოვში დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლებმა ერთმანეთს სროლა აუტეხეს

Nusagi

მოსკოვში, საცხოვრებელი სახლის ეზოში მოქალაქეთა ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის სროლა ატყდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სროლის მიზეზი სარიტუალო სააგენტო GrandRitual-ს თანამშრომლებს შორის კონფლიქტს მოყვა. ინფორმაციას Telegram-არხი Baza ავრცელებს. 

გმოცემის ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელობამ შემოწმების დროს, მოსკოვში არსებული შვილობილი კომპანია დიდი ოდენობით თანხის დამალვაში დაადანაშაულა. ორგანიზაციის მთავარი ოფისი ორენბურგში მდებარეობს, საიდანაც რევიზორები დედაქალაქში გაგზავნეს შესამოწმებლად და თან კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომლებიც დაუქირავეს. შემმოწმებლებისა და თანამშრომლების შეხვედრა საცხოვრებელ კვარტალში სროლით დამთავრდა. 

შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. სამართალდამცველებმა კონფლიქტის 8 მონაწილე დააკავეს. მათ შორის არიან ჩრდილო-კავკასიელები. 

Facebook Comments
%d bloggers like this: