Advertisements

რატომ ჩამოვიდა საქართველოში ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი საცოლე

ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანელი საცოლე თბილისში იმყოფება.

Nusagi

შარლოტა ჰელენი, რომელიც ასევე ჩოგბურთელია, გუშინ სასამართლოზეც გამოჩნდა, თუმცა მისი ვინაობის შესახებ მაშინ არავინ იცოდა და მედიისთვის ის შეუმჩნეველი დარჩა.

ბასილაშვილის ოჯახთან დაახლოებული პირი ყვება, რომ ჩოგბურთელს ყოფილ მეუღლესთან, ნეკა დოროყაშვილთან ურთიერთობა სწორედ მას შემდეგ დაეძაბა, რაც შარლოტა გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა და უახლოეს ხანში, წყვილი ოფიციალურად დაქორწინებას გეგმავს.

ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის სკანდალის გარშემო საზოგადოების ინტერესი არ წყდება.

ნეკა დოროყაშვილი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რატომ გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, როგორც ყოფილი ქმრისგან, ასევე ყოფილი მამათილისგან, რომელიც მისი თქმით, გიტარით, ან ნაჯახით გამოეკიდა.

დოროყაშვილი ოჯახის დანგრევას ყოფილ დედამთილს აბრალებდა, რომელსაც უჩივლა კიდეც.

ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის წინააღმდეგ, საქმე ბავშვზე ძალადობის მუხლით აღიძრა, თუმცა სასამართლომ ბასილაშვილის დედა უდანაშაულოდ ცნო.

რაც შეეხება შარლოტას… როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ ის კარგად თამაშობს ჩოგბურთს და ასევე ხელბურთსაც.

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანელი რჩეული ნათესავებსაც გააცნო, ვინაიდან მათი თქმით, წყვილი მალე დაქორწინებას აპირებს.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed