Advertisements

საქართველოს №1 ჩოგანი – ყველაფერი მისი წარმატების და შემოსავლის შესახებ

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელია. ეს ყველაფერი სტატისტიკაშიც მეტყველებს.

Nusagi

ამ ეტაპზე ნიკა მსოფლიო რეიტინგში 27-ე საფეხურს იკავებს, თუმცა იყო პერიოდი უახლოესი წარსულიდან, როდესაც ბასილაშვილი მე-16 პოზიციაზეც იმყოფებოდა.

ნიკოლოზი 1992 წლის 23 თებერვალს დაიბადა. მან ჩოგბურთის თამაში 2007 წელს მამასთან, ნოდარ ბასილაშვილთან დაიწყო.

ასევე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის რუსეთშიც ცხოვრობდა და ჩვენი მეზობელი ქვეყნისგან მას აქტიური შემოთავაზებაც ჰქონდა, თუმცა ნიკამ საქართველოს სახელით ასპარეზობა გადაწყვიტა.

Georgian tennis star Basilashvili charged with assaulting ex-wife

2007–2011 წლებში ნიკა კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოში ვარჯიშობდა. პროფესიონალური ჩოგბურთელის კარიერა მან 2008 წლიდან დაიწყო. 28 წლის ჩოგბურთელი ყოველთვის გამოირჩეოდა უცნაური და დინჯი ხასიათით, რის გამოც მას გულშემატკივრებმა „ხასიათის მოთამაშე“ შეარქვეს.

პირველი დიდი წარმატება ბასილაშვილს 2018 წელს ეწვია. 29 ივლისს გერმანიის ღია პირველობის ფინალში ნიკამ ლეონარდო მაიერი დაამარცხა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP-ის ტურნირის მოგება მოახერხა.

ამავე წელს, ამჯერად უკვე ოქტომბერში ქართველმა ჩოგბურთელმა თავის მონაგარს მეორე ტიტული შემატა, ამჯერად უფრო სოლიდურ მეტოქესთან. ჩინეთის ღია პირველობის ფინალში ბასილაშვილმა არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა ATP-ის რიგით მეორე ტურნირის მოგება მოახერხა.

First-Time Winner Spotlight: Nikoloz Basilashvili | ATP Tour | Tennis

2019 წლის ზაფხულში ბასილაშვილმა კიდევ ერთი ტიტული მოიგო. საქართველოს პირველი ჩოგანი კვლავ ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებული გახდა და შარშანდელი სარეიტინგო ქულების დაცვა მოახერხა.

რაც შეეხება მის მიერ გამომუშავებულ თანხას, ბოლო წლების წარმატებების გათვალისწინებით, ის საკმაოდ სოლიდურ ნიშნულს უტოლდება. ამ დრომდე, ბასილაშვილს 5.48 მილიონი ამერიკული დოლარი აქვს გამომუშავებული, თუმცა, კორონავირუსისგამო იძულებით შეწყვეტილი ტურნირები რომ არა, დიდი ალბათობით ეს თანხა გაცილებით მეტი იქნებოდა.

Facebook Comments
Advertisements

You may have missed