25 მილიონი ლარი სინამდვილეში თითო ადამიანზე 12 ცენტს შეადგენს – ანდრია ჯაღმაიძე

Nusagi

საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „ტელეკომპანია პირველის” ეთერში სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოს დაფინანსებაზე საუბრის დროს აღნიშნავს, რომ დაფინანსების უდიდესი ნაწილი სახელფასო ფონდებსა და სასწავლო დაწესებულებებში ირიცხება.

მისი თქმით, თანხა საპატრიარქოს ანგარიშზე არ ირიცხება.

„ეს თანხა არ ირიცხება საპატრიარქოს ანგარიშზე, ამ თანხის დანიშნულება მიეწოდება ფინანსთა სამინისტროს და რიცხავს სახელფასო ფონდებში და სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში”,- განაცხადა დეკანოზმა ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოსთვის ყოველწლიურად დაფინანსების სახით გამოყოფილი 25 მილიონი ლარი სინამდვილეში თითო ადამიანზე 12 ცენტს შეადგენს.

„ეს 25 მილიონი, როდესაც ერთ ადამიანს ესმის, გასაგებია, რომ ძალიან დიდი თანხა არის, მაგრამ რაც იანგარიშა მეუფე ანტონმა, თითო ადამიანზე თვეში იცით რამდენი მოდის? 12 ცენტი”, – განაცხადა დეკანოზმა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: