მაიკ პომპეო: საქართველო ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც აძლიერებს დემოკრატიულ პროცესებს და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ მხარდაჭერილ კანონის უზენაესობას

US Secretary of State Mike Pompeo speaks during a press conference at the United Nations Economic Commission for Africa, in Addis Ababa, Ethiopia, on Wednesday Feb. 19, 2020. (Andrew Caballero-Reynolds/Pool via AP)

Nusagi

აშშ-სა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, რომელიც საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის ღრმა სიყვარულზეა დაფუძნებული,-ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მილოცვის წერილშია ნათქვამი.

მაიკ პომპეო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, რომელიც საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის ღრმა სიყვარულზეა დაფუძნებული. აშშ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს ინვესტიციას თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და მის მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში, მათ შორის ავღანეთში ნატო-ს მისიაში. ქართველი ჯარისკაცები მამაცურად მსახურობდნენ და ჩვენ პატივს ვცემთ ქართველებს, რომლებმაც ამდენი მსხვერპლი შესწირეს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად.

მომავალ წელს, ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას კიდევ უფრო გავამდიდრებთ, რადგან საქართველო ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც აძლიერებს მის დემოკრატიულ პროცესებს და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ მხარდაჭერილ კანონის უზენაესობას.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და COVID-19- ის პანდემიისგან გამოსვლის მცდელობებს. მსგავსი კრიზისი ჩვენ გვახსენებს ამერიკელი და ქართველი ხალხების მეგობრობის ნამდვილ სიღრმესა და ღირებულებას.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“ , – წერია პომპეოს წერილში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: