პანდემიის გამო, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მასშტაბური ზეიმის გარეშე ჩაივლის

კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მასშტაბური ზეიმის გარეშე ჩაივლის.

მთავარი ღონისძიება ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართება. დისტანციის დაცვით მოწყობილ სამხედროებს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი.

ხელისუფლების წარმომადგენლები პატივს მიაგებენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას.

გაიმართება თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონიაც.

დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ თავდაცვის ძალების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობების ქვედანაყოფებშიც.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

Facebook Comments

ახალი დადებული