რა ეღირება თბილისში ტრანსპორტით გადაადგილება – კალაძის განმარტება

Nusagi

რა ეღირება თბილისში ავტობუსებით მგზავრობა. ამ კითხვაზე თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ავტობუსით მგზავრობას ფასი არ მოემატება და ისევ 50 თეთრი ეღირება.

„ავტობუსით მგზავრობის ტარიფი ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც არის თბილისში გადაადგილებისას. 50 თეთრი“.

კალაძის თქმით, ამ მარშრუტზე საშეღავათო ფასით სტუდენტები ისევ ისარგებლებენ, ანუ მათ 20 თეთრად მოუწევთ მგზავრობა.

თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მგზავრებს 60-მდე ავტობუსი მოემსახურება და მათი მოძრაობის ინტერვალი 10 წუთი იქნება.

Facebook Comments
%d bloggers like this: