სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ექიმებს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუხდეთ

Nusagi

სომხეთში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად სამნიშნა რიცხვით იზრდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი შესაძლოა, სუსტი ეპიდკონტროლია. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას დისტანციის დაცვისკენ და პირბადეების ტარებისკენ მოუწოდებენ, კონტროლი ჯეროვნად არ ხორციელდება. შედეგად, ინფიცირების ძირითადი შემთხვევები მომსახურების ობიექტებს უკავშირდება.

ფაშინიანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელება იმანაც განაპირობა, რომ მას „არასერიოზულად მიუდგნენ“.

„ყველაგან, სადაც ვაჭრობაა, ვაჭრობაში მონაწილე ორივე მხარემ ნიღაბი უნდა ატაროს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ახალი წესების მიხედვით, ნიღბის ტარება სავალდებულოა მანქანაში მსხდომთათვისაც.

მძიმე რეალობის წინაშე დგება ჯანდაცვის სისტემა. ეპიდემიური სიტუაცია ასე გაგრძელდა, ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი არ გამორიცხავს, რომ ექიმებს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუხდეთ: მკურნალობის გარეშე დატოვონ ისინი, ვისი გადარჩენის შანსი უკვე აღარ არის.

Facebook Comments
%d bloggers like this: