კრიმინალი

ბათუმში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 30 პირი დააკავა

Nusagi

ბათუმში 7 მაისს მომხდარი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი სულიგნობის მუხლით 30 პირი დააკავა.

აქციის მონაწილეები ცენტრალური გზის გადაკეტვას შეეცადნენ. პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქტივისტებმა მცდელობა განაგრძეს, რის შემდეგადაც სამართალდამცველებმა რამდენიმე ათეული პირი დააკავეს.

დაკავებულებს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით ედებათ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,337,792 ნახვა
%d bloggers like this: