ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილებისთვის საძმო სასაფლაოები ეწყობა

Nusagi

ბრაზილიაში გუშინ კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების დასამარხად ასობით საფლავი გათხარეს. მედიაში ჰაერიდან გადაღებული ფოტოები ვრცელდება, რომლებზეც ქვეყანაში მოწყობილი საძმო სასაფლაოებია აღბეჭდილი.

ქვეყანაში covid19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 21 116-ს მიაღწია. 

სამხრეთ ამერიკა კორონავირუსის პანდემიის ახალი ეპიცენტრი ხდება. ბრაზილიაში ყოველდღიურად 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი გაცილებით მეტია. ქვეყნის ეკონომიკა მასობრივი ტესტირების საშუალებას არ იძლევა. 

კრიტიკოსები ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს კრიზისის გაღრმავებაში ადანაშაულებენ, მათი თქმით, პრეზიდენტმა დროულად ვერ შეძლო პანდემიის საწინააღმდეგო ზომების მიღება. ქვეყანაში პანდემიის აფეთქებიდან უკვე მესამე ჯანდაცვის მინისტრი გამოიცვალა. 

 

Facebook Comments
%d bloggers like this: