Advertisements

მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას განიხილავს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას განიხილავს და პროცესში ეროვნული ბანკიც ჩართულია.

Nusagi

მისივე განმარტებით, საბოლოო ჯამში მთავრობის გადასაწყვეტია კონკრეტულად რომელ ჯგუფებზე და რა ფორმით იქნება დახმარება შეთავაზებული. კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირება უძრავ ქონებაზე მოთხოვნას გაზრდის და გააჯანსაღებს სამშენებლო კომპანიების მდგომარეობას.

„ის ფაქტი და ღონისძიება, რომელიც გაზრდის მოსახლეობის ბინებზე ხელმისაწვდომობას, იპოთეკური სესხების სუბსიდირება, ასევე ზოგადად გააუმჯობესებს მსესხებლების ფინანსურ მდგომარეობას და გადახდისუნარიანობას. ის აღადგენს საკრედიტო აქტივობას ამ მიმართულებით, ცხადია გარკვეულ დონემდე და არა ისე როგორც ადრე იყო. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ის გავრცელდეს მხოლოდ ლარის სესხებზე, რადგანაც ეს ლარიზაციას წაახალისებს და სავალუტო რისკებს შეამცირებს. ეს ინიციატივა უახლოეს პერიოდში გაცხადდება,“-აღნიშნა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა და ფასები შემცირდება.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული