პრემიერი: საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებელი და ასე დარჩება

Nusagi

“საპენსიო რეფორმა ქვეყნის ფინანსური მდგრადობისთვის არის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებელი და ვერასდროს ვერავინ საპენსიო ფონდს ვერ შეეხება და ეს უნდა იყოს, ერთხელ და სმაუდამოდ, ამ ქვეყანაში დადგენილი წესი, რადგან ამ ქვეყანას არ აქვს რესურსი დააგროვოს რეზერვები კრიზისის დროს მოწყვლადი ჯგუფების უზრუნველყოფისთვის”,- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ “ევროპული საქართველოს” წევრის ოთარ კახიძის კითხვას საპენსიო ფონდის თანხების გამოყენებასთან დაკავშირებით.

პრემიერის განცხადებით, ის 772 მლნ ლარი, რომელიც უკვე აკუმულირებულია საპენსიო ფონდში არის მოქალაქეების მიერ სიბერეში დასახარჯი თანხა და არა კრიზისის დროს გამოსაყენებელი ბიუჯეტის ნაწილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: