„რაღაც უნდა მოვიფიქროთ, ეს იქნება ძალიან მძიმე გადასახდელი“

Nusagi

უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე განმარტავს მოიხსნება თუ არა 3 ათას ლარიანი ჯარიმა.

მისი თქმით, ჯარიმების გადახდა უმრავლესობისთვის ძნელი იქნება, თუმცა ერთი ხელის მოსმით ჯარიმებს ვერ ჩამოწერენ.

„დაჯარიმებულების 90%-ისთვის ეს იქნება ძალიან მძიმე გადასახდელი. თავიდან პრევენციული თვალსაზრისით ძლიან კარგად იმუშავა. ჩვენ გვაქვს ორი გამოწვევა: ერთი, მათ ძალიან გაუჭირდებათ გადახდა და რაღაც უნდა მოვიფიქროთ.

მეორე გამოწვევა არის ის, რომ როდესაც ქვეყანა მეორე ტალღას ელოდება, უკვე დღეს თუ ასე მარტივად ჩამოიწერება ჯარიმები, ხვალ ადამიანები იფიქრებენ, რომ თუ ახალ ჯარიმას დააწესებ, ისიც არ იმუშავებს. აქ გამოსავალზე უნდა ვიფიქროთ. უმრავლესობის წევრები დარწმუნებული ვარ ამ კითხვასაც დასვამენ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: