„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს“

Nusagi

„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს“ – ასე შეაფასა პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძე პრემიერ გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლა პარლამენტში.
ჭიჭინაძე აღნიშნავს, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პრემიერი ქვეყანაში არსებული პროცესებს ვერ აკონტროლებს.
„არ გვყავს პრემიერ-მინისტრი, მთავრობა. თქვენ ხედავთ როგორი მოწყენილები სხედან მინისტრთა კაბინეტის წევრები, დეპუტატებიც ომახიანად არ წამოხტნენ და არ უკრავენ ტაშს ისე, როგორც საჭიროა. ანუ, როდესაც ჩვენი პრემიერ-მინისტრი გამოდის, ყოველი გამოსვლისას მხოლოდ ერთს ამტკიცებს, რომ ვერ ფლობს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. ადამიანი რომ იმას განაცხადებ, მილიონ 200 ათასმა ოჯახმა ისარგებლა შეღავათებითო, ეს იმას ნიშნავს, რომ წარმოდგენა არ აქვს რაზე საუბრობს, რადგან მთელი საქართველოა მილიონ 200 ათასი ოჯახი. ხალხს ასე სულელად ვერ ჩათვლით. ეს იმის მანიშნებელია, რომ მხოლოდ იმას იმეორებს, რასაც ეუბნებიან.“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
„ოცნებამ“ და ოპოზიციამ ტაშის გრიალით რომ მიიღო საგანგებო მდგომარეობა, მაშინ ეკონომიკა არავის გახსენებია. მაგ პერიოდშივე მიპასუხა მთავრობის საპარლამენტო მდივანმაც, ფორს-მაჟორი ხელშეკრულებებითაა დარეგულირებული, რაც სიცრუეა, რადგან 2008 წლის შემდეგ პრაქტიკულად ყველა ბანკმა და დიდმა კომპანიამ ამოიღო ფორს-მაჟორი ხელშეკრულებებიდან. რითაც კანონსაც არღვევენ და თან, ეს ყველა საერთასორისო ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული. ამიტომ, დღეს კიდევ ერთხელ გკითხავთ: „ ბატონო გიორგი, სამი თვით რომ გადაუვადეთ ადამიანებს სესხები კაპიტალიზაციის გარეშე, რა დააშავეს იმ ადამიანებმა, ვინც მანამდეც სახლში იყო გამოკეტილი, ვისტვისაც რეალურად ფორს-მაჟორი იყო, არადა სესხებზე სესხები დაემატათ?! თუ ფიქრობთ, რომ სავალდებულო გახდეს ეს ჩანაწერი, ისე როგორც სამოქალაქო კოდექსშია? რადგან ასე ხალხი დაზღვეულიც იქნება და სასამართლოს მეშვეობით დაიცავს თავს” – აცხადებს დავით ჭიჭინაძე

Facebook Comments
%d bloggers like this: