მაია ცქიტიშვილი: 58 ათასი თვითდასაქმებული შემდეგი კვირიდან დაიწყებს თანხის მიღებას

Nusagi

ჩვენი პაკეტი მოიცავს რამდენიმე სფეროს. პირველი „შოკური პაკეტი“, როგორც დღეს პრემიერმა უწოდა, ეხებოდა კომუნალური გადასახადების გადახდას სამი თვის განმავლობაში. ელექტრო ენერგიის ნაწილში ეს შეეხო მილიონ 200 ათას აბონენტს. გაზის ნაწილში ეს სუბსიდირება 670 ათას ოჯახს და თუნდაც ამ ნაწილში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის მოსახლეობის 10%. გარდა ამისა, ჩვენ მოვახერხეთ თავიდანვე სესხების გადავადება – ამის შესახებ შესახებ ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

„მნიშვნელოვანი კომპონენტი არის თვითდასაქმებულები და თვითდასაქმებულთა საკომპენსაციო პაკეტი. ჩვენ გამოვთქვით მზაობა, რომ დაახლოებით 200 ათასი თვითდასაქმებულისთვის გადაგვეხადა ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია, რა ტქმა უნდა იმ პირობით, რომ ელემენტარული დასტური იქნებოდა იმისა, რომ თვითდასაქმებული იყო ეს ადამიანი. ანუ ეს ადმიანი გარკვეული სახის ეკონომიკურ აქტივობას ახორციელებდა. ასეთი დღეისთვის გვყავს დარეგისტრირებული 58 ათასი ადამიანი და შესაბამისად ეს 58 ათასი ადამიანი უკვე შემდეგი კვირიდან დაიწყებს თანხის მიღებას“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: