სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, აჭარის რეგიონში ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილეს, – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულს თურქეთიდან ჩამოჰქონდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილი, კუსტარულად მოწყობილ საამქროში აფასოებდა და მას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების – „პერსილისა“ და „არიელის“ სასაქონლო ნიშნით ჰყიდდა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 10-კილოგრამიან შეფუთვებში მოთავსებული 1 386 ერთეული, „პერსილისა“ და „არიელის“ სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული სარეცხი საშუალებები აღმოაჩინეს.
დანაშაული, საქართველოს სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Facebook Comments