სამართალი

ტრანსპორტის გზაზე 3 თვით მიტოვებაზე ჯარიმა იქნება

Nusagi

სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება 3 თვეზე მეტი ვადით გამოიწვევს 50 ლარიან ჯარიმას. ცვლილება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი, გოგა გულორდავა არიან.

კანონპროექტით, მიტოვებულად ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალება თუ მას არ აქვს ძრავა ან საბურავები ან უსაფრთხო გადაადგილებისათვის საჭირო სხვა ნაწილები.

როგორც ინიციატორები განმარტავენ, საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებულია გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვება, შესაბამისად, აუცილებელია რეგულაციების არსებობა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,695,912 ნახვა
%d bloggers like this: