შეღავათები იპოთეკურ სესხზე, დევნილებისთვის და მშენებლობისთვის – ნახეთ, ყველა დეტალი

Nusagi

დღეს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა დეველოპერებისთვის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. მან ის მთავარი მიმართულებები დაასახელა, რომელსაც სახელმწიფო დაეხმარება.

მთავარი თემები ანტიკრიზისული გეგმიდან↓↓↓ 

  • მთავრობა ასუბსიდირებს იპოტეკური სესხების 4 პროცენტს.  სუბსიდია გაგრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში. ეს დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთი ლარში შემცირებდა 7%-მდე.
  • სუბსიდია შეეხება ყველა იმ ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას. მიუხედავად იმის, რომ სესხის აღება შეიძლება იყოს მაგალითად 10 წლიანი, პირველი 5 წელი დასუბსიდირდება.
  • გარანტია ვრცელდება 01.06.2020-01.01.2021 პერიოდში.
  • გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%-ს.
  • ამასთან, სახელმწიფო გასცემს სესხის გაცემის გარანტიას სესხის 20%-ით ოდენობით.

დახმარება დევნილებისთვის

  • 2021 წლის 1 იანვრამდე სახელმწიფო შეისყიდის 150 მლნ. ლარის ღირებულების მშენებარე ბინებს დევნილებისთვის, რაც  დაახლოებით 1 800დევნილ ოჯახს მოიხავს.
  • საცხოვრებელი ბინების შესყიდვა დევნილებისთვის განცხორციელდება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე;
  • შესყიდვა მოხდება აუქციონით, სადაც ფასი 1 კვადრატულ მეტრზე არ უნდა აღემატებოდეს 1 200 ლარს;
  • პროექტი დაიშვება აუქციონზე, თუ სამშენებლო პროექტის ფართობის არანაკლებ 20% რეალიზებულია სახელმწიფოს მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად;

მშენებლობის დასრულების გარანტია

  • თუ მშენებელი თავისუფალ ბაზარზე ფართების 30%-ს ვერ გაყიდის, სახელმწიფო ამ მოცულობის საცხოვრებელ ფართებს შეიძენს და ისინი ასევე გამოყენებული იქნება დევნილი ოჯახებისთვის.
  • ამასთან, 1 წლით გაგრძელდება ღონისძიებებით სარგებლობისთვის საჭირო მიმართვის ვადა ეს შეეხება საქართველოს ყველა რეგიონს.

ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, მთლიანობაში დახმარების ღონისძიებები მოიცავს 434 მილიონ ლარს.

Facebook Comments
%d bloggers like this: