ჯანდაცვა

დეზობარიერები, ბახილების აპარატი… – რა წესების დაცვა მოგვიწევს ფიტნეს კლუბებში

Nusagi

ოკტოპუს ფიტნესის დირექტორი, გიორგი ასათიანი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში იმ წესების შესახებ საუბრობს, რომელთა დაცვაც ფიტნეს ცენტრებში მოგვიწევს.

მისი თქმით, ჯერჯერობით კომუნიკაცია მთავრობის მხრიდან არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ ფიტნეს ცენტრები მეექვსე ეტაპზე გაიხსნება და 6 ივლისი უწევს, თუმცა გიორგი ვარაუდობს, რომ იმედია ეს თარიღი გადმოიწევს.

„რამდენიმე კვირაა მუშა ჯგუფი გვყავს, ჩვენ რეგულაციებზე ვმუშაობთ, როგორ უნდა მოხდეს ფიტნეს დარბაზების გახსნა.

ერთ-ერთი პირველი დასუფთავებას ეხება. გამკაცრებულია დასუფთავების სტანდარტები. დღეში 3-ჯერ და ღამის განმავლობაში ერთხელ მოხდება ღრმა წმენდა და დეზინფექცია.

კლუბში ვიზიტს რაც შეეხება, იქნება ტემპერატურის შემოწმება, დეზობარიერი, ფეხსაცმლის ბახილების აპარატი, ასევე სოციალური დისტანცია.

ყოველი მეორე კარადა გასახდელში იქნება ჩაკეტილი, რომ მოხდეს სოციალური დისტანცირება“, – განაცხადა გიორგი ასათიანმა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,333,192 ნახვა
%d bloggers like this: