მოგვიწოდებენ, შევაფასოთ სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმი და საქმე საქმეზე რომ მიდგა, მელიას ყველა თავდებში ჩაუდგა

Nusagi

ერთი რეზოლუცია, საკმაოდ მოუმზადებელი და სამართლებრივად გაუმართლებელი, არის მთავარი საფრიალო დოკუმენტი, რომ შევაფასოთ სააკაშვილი-ბოკერიას ხელისუფლების პერიოდი.,- ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის დღევანდელ გამოსვლას პარლამენტში.

მისივე თქმით რეჟიმი შეფასებულია და ბევრი ადამიანი გასამართლებული, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ნიკა მელიას ყველა თავდებში ჩაუდგა. 

„ერთი რეზოლუცია, საკმაოდ მოუმზადებელი და სამართლებრივად გაუმართლებელი, არის მთავარი საფრიალო დოკუმენტი, რომ შევაფასოთ სააკაშვილი-ბოკერიას ხელისუფლების პერიოდი. შეფასებულიცაა, ბევრი  გაქცეულია, ბევრი გასამართლებულია და ბევრი იხდის სასჯელს, ამაში კარგი არაფერია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ბატონ მელიას ყველა თავდებში დაუდგა. რეალობა ეს არის. ასეთი ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების გაკეთება და მუდმივა ამორჩევა ჩვენი, როგორც შეტევის ობიექტის, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“,-განაცხადა გია ვოლსკიმ. 

Facebook Comments
%d bloggers like this: