Advertisements

მოქალაქეებზე ფულადი დახმარების გაცემა დაიწყო – რამდენ ადამიანს ჩაერიცხა თანხა

„ის, რაც ამ ტრიბუნიდან ბატონმა რომანმა თქვა, არის ელემენტარული ტყუილი“.

Nusagi

განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ.

გიორგი გახარიამ განმარტა, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოქალაქეებზე ფულადი დახმარების გაცემა უკვე დაიწყო.

„დღეის მდგომარეობით 72 175 ჩვენმა მოქალაქემ დაიწყო 1200-ლარიანი სახელმწიფო დახმარების მიღება. 52 151 თვითდასაქმებულმა კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით უკვე მიიღო დღეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, დახმარებები უკვე ჩაერიცხათ ასევე:

194 796 თანამოქალაქეს, რომელთა სარეიტინგო ქულაა 65 000 – 100 000.

22 644 მრავალშვილიან ოჯახს.

40 440 შშმ პირს.

18 000 ფერმერს, რომლებმაც შეიძინეს შეღავათიანი აგროდიზელი.

გიორგი გახარიას თქმით, საერთო ჯამში ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სოციალური დახმარებით უკვე ისარგებლა 427 226-მა ადამიანმა.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული