სოციალური ქსელები და მედია

TV – პირველზე ახალი გადაცემა იწყება სახელწოდებით „ნოდარ მელაძის შაბათი“

Nusagi

ტელეკომპანია „პირველი“ ახალ სატელევიზიო პროექტს, „ნოდარ მელაძის შაბათს“ იწყებს. ამის შესახებ შეტყობინება ტვ-პირველის სახელით მოსახლეობას sms-ების საშალებით გაეგზავნა.

შეტყობინების თანახმად, მელაძის ახალ გადაცემაში მაყურებელი ჟურნალისტური გამოძიების სერიებს იხილავს.

შეგახსენებთ, ნოდარ მელაძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერია, წლების განმავლობაში „რუსთავი2“-ის სახე იყო, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2-ს” მფლობელი შეეცვალა, ნოდარ მელაძემ „მთავარ არხზე“ გადაინაცვლა. აპრილში კი, მელაძე ტვ-პირველის მთავარ პროდიუსერად დაინიშნა.

„მთავარი არხიდან“ „ტვ-პირველზე“ გადაადგილება საზოგადოების ნაწილმა „ბანიდან ბალზე“ გადასვლას შეადარა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ სახელი გამოიცვალა, სტილი კი, იგივე დარჩება. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,617 ნახვა
%d bloggers like this: