Advertisements

კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 9 თბილისს, 2 კი ბოლნისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისს უკავშირდება, ხოლო 9 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

Nusagi

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, “ახალი კლასტერი არ არის, ეს არის ცნობილი წყარო”.

“კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათში 11-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების ციფრმაც მნიშვნელოვნად მოიმატა – 24-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე 145 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. ამ 11 შემთხვევიდან 2 ბოლნისს უკავშირდება, ხოლო დანარჩენი 9 არის ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი და გრძელდება კვლევა, თუ არსებობს ამ წყაროში სხვა ინფიცირებულები. ახალი კლასტერი არ არის, ეს არის ცნობილი წყარო. ბინაზე იზოლაციაში იყვნენ, მათ ჰქონდათ საშუალება ბინაზე იზოლაციის“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებს, რომელსაც ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, კორონავირუსი დაუდასტურდა, ეზუგბაია აცხადებს, რომ “ამაზე არაფერს იტყვის, რადგან კვლევა გრძელდება”. კორპუსის კარანტინში მოქცევაზე კი ამბობს, რომ “ალბათ, ასე არ არის”.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 8 ახალი პაციენტია მოთავსებული.

“ჩვენთან 8 პაციენტია შემოსული, რვავე თბილისს უკავშირდება, ერთი კონტაქტის ყველა შემთხვევა ჩვენთან მოთავსდა. მათი მდგომარეობა კვლევებით საშუალოზე მსუბუქად არის შეფასებული. ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს 5, 4-მა უკვე დატოვა კლინიკა, ერთი ალბათ, დღეს დატოვებს და ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს 43 დადასტურებული პაციენტი”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული