ოზურგეთის სოფელ გურიანთაში ექვსი წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

Nusagi

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში ექვსი წლის ბიჭი, სახლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, ის წყლის გუბეში ჩავარდა და დაიხრჩო.

ბავშვს ოჯახი და ახლობლები დილიდან ეძებდნენ.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Facebook Comments
%d bloggers like this: