დონალდ ტრამპი: ბრბოს რომ თეთრ სახლში შემოსვლა მოენდომებინა, მათ „ავი ძაღლები“ დახვდებოდნენ „საშიში აიარაღებით“

Nusagi

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „თვითერზე“ პოსტი გამოაქვეყნა და ქვეყნის სპეცსამსახური თეთრ სახლთან ღამის საპროტესტო აქციებზე რეაგირებისთვის შეაქო. მისი თქმით, თუ პროტესტის მონაწილეები ღობეს გასცდებოდნენ, მათ „ავი ძაღლები“ ელოდნენ „საშიში იარაღებით“.

„გუშინ, ღამით თეთრ სახლთან აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დიდებული სამუშაო გასწია. ისინი არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ ძალიან ცივსისხლიანადაც მოქმედებდნენ. თეთრ სახლში ვიმყოფებოდი და თითეულ ნაბიჯს ვაკვირდებოდი. მინდა გითხრათ, არასოდეს მიგვრძვნია თავი უფრო უსაფრთხოდ. მათ ე.წ. გამპროტესტებლებს ბღავილის ნება დართეს. თუმცა, როგორც კი ვინმე გამყოფ ხაზს მიუახლოვდებოდა, სწრაფად ახდენდნენ რეაგირებას. წინა ხაზზე საიდუმლო სამსახურის ახალბედა აგენტები იდგნენ. პროფესიულად ორგანიზებული დიდი ბრბო შეიკრიბა თეთრ სახლთან, თუმცა არავინ შეეცადა მოახლოებას. ეს რომ გაეკეთებინათ, მათ ყველაზე ავი ძაღლებითა და ყველაზე საშიში იარაღით მიესალმებოდნენ. სულ მცირე, მძიმედ დაშავდებოდნენ. საიდუმლო სამსახურის აგენტები მზად იყვნენ რეაგირებისთვის. როგორც გუშინ იხილეთ, ისინი ძალიან ცივსისხლიანად და პროფესიულად მოქმედებდნენ. მადლობა მათ!“

​თეთრი სახლი პარასკევს საღამოს ჩაიკეტა, როდესაც 200-მდე ადამიანმა სპეცსამსახურების მიერ აგებული ბარიკადები აიღო, თუმცა სამართალდამცველებმა ბარიკადები მალევე აღადგინეს. აქციის მონაწილეები პოლიციის მიერ მინეპოლისში შავკანიანი მამაკაცის მკვლელობას აპროტესტებდნენ. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: