Advertisements

ირაკლი ლატარია ტვ-პირველის ჟურნალისტს: შემიძლია მოგიტანოთ დოკუმენტი, სადაც თქვენ ნაცმოძრაობიდან იღებთ დიდ თანხას

მეც შემიძლია მოგიტანოთ დოკუმენტი, სადაც თქვენ ნაციონალური მოძრაობიდან იღებთ დიდ თანხას,- ასე პასუხობს ექსპერტი ირაკლი ლატარია ტვ-პირველის ჟურნალისტს, რომელმაც ექპსერტს სია წარუდგინა, სადაც სხვებთან ერთად, მისი გვარიც წერია.

Nusagi

ჟურნალისტის მტკიცებით, სიაში ჩამოთვლილ პირებს ქართული ოცნება მხარდაჭერისთვის გარკვეულ ანაზღაურებას უხდის. 

ტელეკომპანიის ეთერში  გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათი“ გავიდა, რომლის შესახებაც მოსახლეობას გუშინ სატელეფონო ესემესების საშუალებით შეატყობინეს. დაანონსებული გადაცემა, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებებს ეხება ეთერში დღეს პირველად გავიდა. გადაცემაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ პარტიის ქებაში ტროლებს, მედიას და დამოუკიდებელ ექსპერტებს ფულს უხდის. 

ჩამოთვლილ პირებს შორის არიან მამუკა არეშიძე, ნიკოლოზ მეტრეველი, ვლადიმერ ბოჟაძე, გიორგი ახვლედიანი და სხვები.

ინფორმაციას ოცნების მხარდამჭერთა დაფინანსებაზე უარყოფს უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე. გადაცემაში მდინარაძე ამბობს, რომ ახლავე შეუძლია ამობეჭდოს ფურცელზე, რომ ნოდარ მელაძე ნაციონალური მოძრაობისგან იღებს 15 555 ლარს. 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული