არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ქვეყნის პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს

Nusagi

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლიციის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, სადაც ის მადლობას უხდის თითოეულ პოლიციელს გაწეული სამსახურისთვის, – ამის შესახებ მან facebook-ზე  დაწერა.

„ჩვენი ქვეყნის პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს!

ყოველდღე, პოლიციელის მუნდირთან ერთად, თქვენ ატარებთ უდიდეს პასუხისმგებლობას – დაიცვათ ჩვენი საზოგადოება, ადამიანის სიცოცხლე, უსაფრთხოება და ღირსება. თქვენი პროფესია ზოგჯერ, დღეების განმავლობაში მოთმინებას, უდიდეს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს დანაშაულთან ბრძოლის და მისი პრევენციისთვის, ზოგჯერ კი წამის მეათედში ითხოვს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლეს შორის გადის. სწორედ ამის გამო, ქედს ვიხრი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების წინაშე. მათ ოჯახებს და შვილებს მინდა ვუთხრა, რომ #ისინიმარტოარარიან! საზოგადოება, რომელსაც თქვენმა მეუღლეებმა და მშობლებმა შესწირეს თავი მადლიერია და ქვეყანა, რომელსაც ისინი ემსახურნენ, ამაყობს თავისი გმირებით. პოლიციელი გმირია!

წელს, პოლიციელებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს მზადყოფნა და თავდადება ყველაზე რთულ მომენტში, კორონავირუსის პანდემიის შესაკავებლად. მიუხედავად იმისა, რომ COVID19-თან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ჩვენი ქვეყნის წარმატება, ჩვენი საზოგადოების დაცვა ამ საფრთხისგან, უკვე არის თქვენი დიდი დამსახურებაც.

საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას გიხდით და გილოცავთ პოლიციელის დღეს! უკლებლივ ყველა საპოლიციო დანაყოფს, სამინისტროს და შინაგან საქმეთა მინისტრს გაქვთ ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა დანაშაულის პრევენციის, დანაშაულთან ბრძოლის და მართლწესრიგის დაცვის საქმეში!

ამ მილოცვას ვაქვეყნებ 2015 წელს გადაღებულ ვიდეორგოლთან ერთად, რომელიც პოლიციის საქმიანობას ეხება“, – ნათქვამია არჩილ თალაკვაძის განცხადებაში.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: