Advertisements

აშშ-ში ტერორიზმის მუხლით ბრალს წაუყენებენ ორგანიზაციებს, რომლებმაც მშვიდობიანი პროტესტი ძალადობრივ ფორმაში გადაიყვანეს

აშშ-ს გენერალურმა პროკურორმა ბილ ბარმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრო გამოიყენებს გამოძიების ფედერალური ბიუროს ტერორიზმთან მებრძოლ 56 რეგიონული ორგანიზაცისგან შემდგარ ქსელს, რათა გამოავლინოს საპროტესტო აქციებზე დანაშაულებრივი ორგანიზაციები და ძალადობის წამქეზებლები, ისეთები, როგორიცაა „ანტიფა“ და სხვა მსგავსი ჯგუფები. ამის შესახებ axios იუწყება.

Nusagi

მედიის ინფორმაციით, ბარი, პრეზიდენტი ტრამპი და ადმინისტრაციის სხვა წევრები მასობრივ არეულობასა და ძარცვაში ბრალს სდებენ ულტრა მემარცხენე ორგანიზაცია ანტიფას, რომელმაც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო დაწყებული პროტესტები უკიდურესად ძალადობრივ ფორმაში გადაიყვანა, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

შეგახსენებთ, მინეაპოლისში, აფროამერიკული წარმოშობის ჯორჯ ფლოიდი პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა, რამდენიმე საათში ფლოიდი გარდაიცვალა. საპროტესტო აქციები ფერადკანიანთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით წამოიწყო, თუმცა აქციები მალე ძარცვასა და ძალადობაში გადაიზარდა.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული