„ბატონმა ცერცვაძემ ფაქტობრივად, ამხილა ჯანმო, მაღალ პროფესიონალიზმთან ერთად ის ძალიან მამაცი ადამიანიცაა“

Nusagi

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

„აშშ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს.
“ჯანმოსთვის გამოყოფილი 450 მილიონი სხვა საჭიროებებს მოხმარდება”- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამავე დროს ჯანმომ გაურკვეველი მიზეზებით აკრძალა პრეპარატ “პლაქვენილის” გამოყენება.
საინტერესოა, ბატონი თენგიზ ცერცვაძის კომენტარი ამ საკითხზე, რომელიც ასე იკითხება-მართალია ვერ გავიგეთ, რა გვერდითი მოვლენები აქვს პრეპარატ პლაქვენილს, ჩვენ მას წარმატებით ვიყენებდით, მაგრამ იძულებული ვართ დავემორჩილოთ ჯანმოს რეკომენდაციებსო.
ბატონმა ცერცვაძემ თავის ინტერვიუში , ფაქტიურად , ამხილა ჯანმო., მაღალ პროფესიონალიზმთან ერთად ის ძალიან მამაცი ადამიანიცაა.
ანუ, ჯანმოსთვის შედეგებს მნიშვნელობა ,თურმე არა აქვს. მთავარია , რას იტყვის გემბრესიუსი და მთელი ეს კლუბი, კაცობრიობის ჯანმრთელობა რომ აქვთ მონოპოლიზებული.
ჰოდა, აგერაა სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილება ჯანმოს შესახებ.
საჭიროა საქართველოს მთავრობის რეაგირება და სოლიდარობის გამოხატვა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ამ ნაბიჯის მიმართ.
ამით თავიდან ავიცილებთ ამ მავნებლურ დიქტატს ჯანმოს მხრიდან ახლა და მომავალში, და, ამავე დროს, გადავდგამთ პოლიტიკურად სწორ და მორალურად გამართლებულ ნაბიჯს“ – წერს სოსო მანჯავიძე. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: