Advertisements

ექსპერტები შიშობენ, რომ აშშ-ში, საპროტესტო აქციების მონაწილეებს შორის კორონავირუსი გავრცელდება

ჯანდაცვის ექსპერტები შიშობენ, რომ აშშ-ში, საპროტესტო აქციების მონაწილეებს შორის შესაძლოა, კორონავირუსი გავრცელდეს. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

Nusagi

გამოცემის ინფორმაციით, ექპსერტები ამბობენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ათეულ ათასობით ადამიანი არ იცავს სოციალურ დისტანციას და არ იყენებს ნიღაბს. 

სულ, აქციების დაწყებიდან დღემდე პოლიციამ 1300 ადამიანი დააკავა. პროტესტი მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოყვა. მამაკაცი 26 მაისს პოლიციამ ყალბი კუპიურების გამო დააკავა და 8 წუთის განმავლობაში უხეში მეთოდით- კისერზე მუხლის მიბჯენით ჰყავდა გაჩერებული. მამაკაცი რამდენიმე საათის შემდეგ, რეანიმაციაში გარდაიცვალა.

საპროტესტო აქციები ფერადკანიანთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეგიდით წამოიწყო, თუმცა აქციები მალე ძარცვასა და მაროდიორობაში გადაიზარდა. 

პოლიციელები სამსახურიდან გაათავისუფლეს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მათი ქმედების შესწავლა დაიწყო. დღეს ცნობილი გახდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტების პასუხი, რომლის თანახმადაც ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი გაგუდვა არ არის, მიზეზად ექსპერტიზა ორგანიზმში არსებული ნივთიერებით ინტოქსიკაციას, წნევას და გულის იშემიას ასახელებს. გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზას არ ენდობა და დამოუკიდებელი ექსპერტების დაქირავებას აპირებს.

მინეაპოლისში პროტესტის ჩასახშობად 4 ათასი სამხედრო შეიყვანეს. ხელისუფლება ამბობს, რომ მათი რიცხვი შესაძლოა, 11 ათასამდე გაზარდოს. ქალაქში მოქმედებს კომენდანტის საათი.  

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული