Advertisements

“ვფიქრობ, ღირს იცოდეთ როგორი გენკონსული გვყავს ნიუ-იორკში” – ემიგრანტის წერილი

“ცოტა გრძელი პოსტი გამომივა,მაგრამ ვფიქრობ ღირს ამად იცოდეთ როგორი გენკონსული გვყავს ნიუ ორკში Diana Zhgenti❤️ვიცი ძალიან გამიბრაზდება ეხლა რასაც ვწერ,მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა.რაც და როგორადაც არ უნდა ვეცადო მე პირადად ვერ შევაფასებ ამ ადამიანის ადამიანობას.დიახ,ადამიანობას და არა მის სამსახურეობრივ მოვალეობას.ამჟამად მე არ ვსაუბრობ როგორც გენკონსულზე,რადგან ეს არ შედიოდა მის მოვალეობაში,არამედ ადამიანზე, რომელმაც ფაქტიურად გადამარჩინა,სიცოცხლე მაჩუქა

Nusagi

ადამიანი რომელიც თვეების განმავლობაში იდგა ჩემს გვერდით როგორც ფსიქოლოგიურად,ასევე ფიზიკურად ჩემთვის ყველაზე უმძიმეს დროს,როდესაც დამიდგინეს ავთვისებიანი სიმსივნე.თებერვლის თვიდან ამ ადამიანს არ დავუტოვებივარ არც ერთი დღე უყურადღებოდ.მუდმივად იყო კონტაქტზე და კითხულობდა ჩემს მდგომარეობას.ადამიანი რომლის თავზეც გადაიარა აბსოლიტურად ყველა პროცედურამ დაწყებული ექიმის მონახულებით,ვიზიტებით,სხვადასხვა სახის პროცედურებით და ბოლოს ოპერაციაზე ჩემს გვერდით ყოფნით,რომელიც ღამის სამ საათზე ადგა,რომ ჩემთან მოსულიყო,რადგან დილის 6-ზე საავადმყოფოში უნდა ვყოფილიყავით.რომ არა ეს ადამიანი მართლა არ ვიცი დღეს მე როგორ ვიქნებოდი.და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ არავინ ჩემი ოჯახის არც ერთმა წევრმა არაფერი არ იცოდა,არც ნათესავებმა,არც იმ მეგობრებმა რომელთაც შეიძლებოდათ ჩემს შვილთან წამოსცდენოდათ.

ვუფრთხილდებოდი რადგან ფეხმძიმედ იყო და არ მინდოდა რაიმე პრობლემა შექმნოდა.(იმედია მაპატიებს ჩემი შვილი ამას)იცოდა მხოლოდ რამოდენიმე მეგობარმა, რომლებიც ვერაფრით ვერ დამეხმარებოდნენ გარდა მორალური მხარდაჭერისა.ვინც მიცნობს იცის და ვერც ცილს დამწამებენ ტყუილში,რომ მე დიანასთან რაიმე დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებდა და ამიტომ დამეხმარა.ადამიანი მხოლოდ სამჯერ მყავდა ნანახი და ისიც 5 წუთით.ოპერაციის დღეს გავიგე რომ მე პირველი არა ვარ ვისაც ასე გვერდით დაუდგა ასეთ მძიმე დროს.ადამიანმა დამაკავშირა მის მეგობრებთან რომელთაც მსგავსი პრობლემა ქონდათ უკვე გადალახული,რომლებიც ასევე მირეკავდნენ და მამხნევებდნენ, რჩევებს მაძლევდნენ.მტერსაც არ ვუსურვებ იმის გავლას რაც გავიარე და რომ არა ეს ადამიანი,კიდევ ვიმეორებ,არ ვიცი სად ან როგორ ვიქნებოდი დღეს.ვერც ერთი სიტყვა,ვერანაირი სამდლობელი ვერ გამოხატავს იმ მადლიერებას რომელიც მთელი ცხოვრებამაქვს და მექნება ამ ადამიანის მიმართ

მე ვერასოდეს, მაგრამ უფალი აუცილებლად გადაუხდის იმ სიკეთის საფასურს რაც მას არა მარტო ჩემს მიმართ,არამედ კიდევ ბევრის მიმართ აქვს დათესილიმადლობა უფალს,რომ არსებობენ ასეთი ადამიანები ჩვენს გარშემო,რომლებიც იმედს,სიცოცხლის წყურვილს გვჩუქნიან” – წერს ფეისბუქზე ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი შორენა თეთრაული. 

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული