ჯანდაცვა

სავარაუდოდ, ინფიცირების წყარო ჩემი კოლეგაა – ამირან გამყრელიძე საბურთალოს კლასტერზე

Nusagi

„შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მოსალოდნელიც იყო მატება, მაგრამ ეს მატება არის მართვადი“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები 11-ით გაიზარდა, მათგან 9 ინფიცირებული თბილისიდან არის. ეს 9 ადამიანი არის ორი დღის წინ ინფიცირებული პირის კონტაქტები.

„ესენი არიან ერთი ოჯახის წევრები და მათთან ძალიან ახლო კონტაქტები.

სავარაუდოდ ინფიცირების წყარო არის ჩემი კოლეგა – სამედიცინო მუშაკი. დღესაც ჩვენი ჯგუფი ადგილზე გასულია, იღებენ კვლევებს. გიდასტურებთ, რომ ეს არის საბურთალოს კლასტერი და მიმდინარეობს ყველა კონტაქტის კვლევა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, უკვე გამოკვლეულია 50-მდე ადამიანი. ინფიცირებულები კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. გამყრელიძის თქმით, პანიკის არავითარი საფუძველი არ არის და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,292 ნახვა
%d bloggers like this: