Advertisements

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელები შესაძლოა 1 კვირაში ამოქმედდეს

„რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა განმარტა რა პრინციპით იმუშავებს ტანსაცმლის მაღაზიები სავაჭრო ცენტრებში. რეზო მაღალაშვილის თქმით, ჯგუფის მაღაზიები ჩვეულ რეჟიმში, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს, ყველგან იქნება დაცული სამედიცინო რეკომენდაციები.

Nusagi

„არის რიგი შეზღუდვები. ეს შეეხება დისტანციას, პირბადეებით შესვლას. ხელთათმანები საჭირო არ არის, ხელის სანიტაიზერებია დაყენებული ყველგან. მაღაზიების დეზინფექცია ყოველდღიურად მოხდება. ჩვენს ქსელში, პირველ კვირას, დროებით გავაუქმებთ გასახდელებს. ვინაიდან გასახდელების დეზინფექცია ორ საათში ერთხელაა საჭირო, ხალხის ნაკადს დავაკვირდებით და თუ რაოდენობა მოგვცემს ამის საშუალებას, გავხსნით გასახდელებს. სხვა ყველა რეკომენდაციაც შესრულებულია ჩვენს ქსელში“, – განმარტა მაღალაშვილმა.

მისივე თქმით, შეზღუდვებს ტანსაცმლის ფასზე გავლენა არ ექნება.

„ფასები არ მოიმატებს. ჩვენ ვართ გაზაფხული ზაფხულის სეზონის შუაში, კოლექციების ფასები დარჩება უცვლელი. ძალიან ბევრ ბრენდში მომხმარებელს დახვდება შუასეზონური ფასდაკლება და პრომოაქციები“, – ამბობს მაღალაშვილი.

სავაჭრო ცენტრები და ტანსაცმლის მაღაზიები საქართველოში ხვალიდან იხსნება.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული