ცხოველები

ხელვაჩაურში, საცხოვრებელ სახლთან მოქალაქემ შველი იპოვა

Nusagi

ხელვაჩაურში, საცხოვრებელ სახლთან მოქალაქემ შველი იპოვა.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, შველს უმკურნალებენ, შემდეგ კი, ველურ ბუნებაში გაუშვებენ.

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავი​დან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლთან შველი იპოვა.

შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და შველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს.

მკურნალობის დასრულების შემდგომ, ვეტერინარის რეკომენდაციის საფუძველზე, შველს ველურ ბუნებაში გაუშვებენ,”-ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,337,242 ნახვა
%d bloggers like this: