Advertisements

CNN: საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც ტურიზმის სექტორის აღორძინების სურვილი ამოძრავებს, აცხადებს, რომ ქვეყანა უცხოელი სტუმრებისთვის 1 ივლისიდან გაიხსნება

„რომელი საერთაშორისო მიმართულებები იხსნება ტურისტებისთვის“ – ამ სათაურით მომზადებულ სტატიაში ტელეკომპანია CNN-ი ტურიზმისთვის საუკეთესო მიმართულებებზე, მათ შორის საქართველოზე წერს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც ტურიზმის სექტორის აღორძინების სურვილი ამოძრავებს, აცხადებს, რომ ქვეყანა უცხოელი სტუმრებისთვის 1 ივლისიდან გაიხსნება.
„კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში ადგილი ჰქონდა ტურისტულ ბუმს – 5 მილიონი სტუმარი 2019 წელს, რაც 7%-ით მეტია 2018 წლის მონაცემებთან შედარებით.
თუმცა ამა წლის მარტში, კრიზისის გამო, ქვეყანა იძულებული გახდა, დაეხურა ზამთრის კურორტები და აეკრძალა უცხოელთათვის ქვეყანაში შესვლა.
ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც ტურიზმის სექტორის აღორძინების სურვილი ამოძრავებს, აცხადებს, რომ ქვეყანა უცხოელი სტუმრებისთვის 1 ივლისიდან გაიხსნება.
ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა წარადგინეს ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც 3 ეტაპს მოიცავს, მათ შორის მარკეტინგის კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც „უსაფრთხო ტურისტული მიმართულების“, პოპულარიზაციას.
მომდევნო ეტაპზე ნებადართულია შიდა ტურიზმი სპეციალურ „უსაფრთხო“ ტურისტულ ზონებში, ხოლო დასკვნით ეტაპზე გაიხსნება საზღვრები და აღდგება ფრენა ზოგიერთი მიმართულებით.
„ჩვენ გადავდივართ [კორონავირუსზე რეაგირების] მე-3 ეტაპზე, რაც გულისხმობს ეკონომიკის კრიზისის შემდგომ მართვას და სხვადასხვა სექტორის აღდგენის გეგმის შემუშავებას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან ბრძოლის საბჭოს ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე.
„ტურიზმის სექტორი იქნება პირველი, რომელსაც შეეხება ანტიკრიზისული ზომები“ – ნათქვამია სტატიაში.

Nusagi
Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული