Advertisements

„ამერიკის პრეზიდენტმა ძალიან არაპოპულარული, მაგრამ უაღრესად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო“

ჯანმო-ს პრეზიდენტად პირველად აირჩიეს არაექიმი, ფრიად საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი, მსოფლიოს ერთერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან – ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ჯანმოს დაფინანსება შეუწტყვიტა.

Nusagi

„წარმოიდგინეთ უზარმაზარი მსოფლიო ორგანიზაცია, განსაკუთრებულად რთული მისიით, რომლის მართვასაც სჭირდება გამორჩეული ინტელექტუალი, რათა ერთიან ფორმატში გაიაზროს მსოფლიო ეკონომიკა, პოლიტიკა და რაც მთავარია, მედიცინის არაერთი დარგი.
2017 წელს, ჯანმო-ს არჩევნებში, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ დირექტორის კანდიდატად წარმოადგინეს ცნობილი ბრიტანელი ექიმი, დევიდ ნაბარო, მაგრამ მათი ხმები გადაფარული იქნა აფრიკულ-აზიური ბლოკის მიერ, რომლის სათავეშიც იდგა და დგას ჩინეთი და ჯანმო-ს პრეზიდენტად პირველად აირჩიეს არაექიმი, ფრიად საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი, მსოფლიოს ერთერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან. საიდუმლოს არ წარმოადგენს არც ის ფაქტი, რომ არაერთმა დამკვირვებელმა ამ არჩევნებს უაღრესად ბინძური და მანიპულირებული უწოდა. ცხადია, ამოტივტივდა ბატონი ტედროსის ქვეყანაში მის “მიღწევების” შესახებ გაყალბებული სტატისტიკური მონაცემებიც; მათ შორის ეთიოპიაში ქოლერის ეპიდემიის სამჯერ აფეთქების სრული დამალვა.

რაც ყველაზე საინტერესოა, ბატონი ტედროსის კანდიდატურას თავად პატიოსანი აფრიკელებიც ეწინააღმდეგებოდნენ; მათ შორის არაერთი ოპოზიციური პარტია მისი სამშობლო ეთიოპიიდან, რადგან ტედროსმა კარიერა აიწყო ეთიოპიის კომუნისტურ პარტიაში, რომლის ერთერთი ლიდერი სსრკ-ელებისათვის კარგად ცნობილი მენგისტუ ჰაილე მარიამი გახლდათ. ამ პარტიამ მილიონობით დოლარი გაიღო ბატონი ტედროსის საარჩევნო კამპანიისათვის.

გასაკვირი პრინციპში არც არაფერია. სსრკ-ში გამოზრდილ თაობებს კარგად გვახსოვს უმაღლეს სასწავლებლებში ე.წ. ლიმიტით ჩასარიცხად გამოყოფილი ადგილები, სადაც მინიმალური ქულები იყო საჭირო და დაჯავშნული იყო მუშებისა და კოლმეურნეებისათვის. ზუსტად ამ პრინციპით ამოქმედდა გაერო-ც და მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციებიც. შედეგი სახეზეა. კატასტროფული ფიასკო, მსოფლიო მასშტაბის ჰუმანიტარული და ეკონომიკური კატასტროფა გამოიწვია ერთმა პანდემიამ და ამ კატასტროფის სრული სტატისტიკა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.
ახლა წარმოიდგინეთ რამდენად სანდოა ეს ორგანიზაცია და მის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები, მაშინ როცა მას არჩევნების ჩატარებაც კი არ შეუძლია კორუპციისა და გაყალბების გარეშე.
ძნელია არ გაიხსენო ფატუ ბენსუდა, იურისტი მსოფლიოს ერთერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყნიდან, გამბიიდან, რომელსაც აშშ-მ ვიზაც კი გააუქმა და რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო საქმეებს არჩევს საერთაშორისო ტრიბუნალში. შეუძლია ვინმე ლოგიკურად მოაზროვნეს დაიჯეროს ამ ადამიანის ობიექტურობა და მოუსყიდველობა?
ამერიკის პრეზიდენტმა ძალიან არაპოპულარული, მაგრამ უაღრესად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. თუ ვერ ახერხებ “თავლის” გაწმენდას, მაშინ სჯობს რომ მისი დაფინანსება შეწყვიტო“ – წერს ზურაბ გურული სოციალურ ქსელში.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული